დმიტრო კულება - პირდაპირ ვეუბნებით ნატო-ს, შავ ზღვაში ვითარება უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი გავლენის საზღვრებს გააფართოებს
დმიტრო კულება - პირდაპირ ვეუბნებით ნატო-ს, შავ ზღვაში ვითარება უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი გავლენის საზღვრებს გააფართოებს

შავ ზღვაში ვითარება უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი გავლენის საზღვრებს გააფართოებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ჩვენ უკვე პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით ვეუბნებით ნატო-ს, შავ ზღვაში სიტუაცია უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი კონტროლს დაამყარებს და თავისი გავლენის საზღვრებს გააფართოებს. გააფართოებს კონტროლს სავაჭრო მარშრუტებზე და მუდმივად შექმნის საფრთხეს რეგიონში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, ნატო-ს პოლიტიკაში ნელ-ნელა ჩნდება შავი ზღვის რეგიონისკენ მიმართული ელემენტები, თუმცა კულებას აზრით, „ზედმეტად ცოტა და ზედმეტად გვიან“.

„ნელ-ნელა, თუმცა ჩნდება პოლიტიკის ელემენტები სწორედ შავი ზღვისთვის, სამწუხაროდ, არის ასეთი ინგლისური გამოთქმა – too little too late. ზედმეტად ცოტა და ზედმეტად გვიან. ვისურვებდი, რომ ეს გამოთქმა სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კულებას თქმით, სწორედ ამიტომ უკრაინის ხელისუფლება დღის წესრიგში აყენებს შავი ზღვის საკითხს ალიანსის წევრებთან, ასევე ნატო-ს შტაბ-ბინაში მოლაპარაკებებისას.

„ახლა რუსეთს ოკუპირებულ ყირიმში სტრატეგიულად ხელსაყრელი მდგომარეობა აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შავმა ზღვამ აზოვის ზღვის ბედი არ გაიზიაროს“,- აღნიშნა კულებამ.