დმიტრო კულება - ორი წლის წინ გაფართოებაზე საუბარიც შეუძლებელი იყო, საქართველოს ევროპული პერსპექტივაც კი არ გვქონდა, ევროკავშირისთვის გამოღვიძების ამ მომენტის დაკარგვა ისტორიული შეცდომა იქნებოდა
დმიტრო კულება - ორი წლის წინ გაფართოებაზე საუბარიც შეუძლებელი იყო, საქართველოს ევროპული პერსპექტივაც კი არ გვქონდა, ევროკავშირისთვის გამოღვიძების ამ მომენტის დაკარგვა ისტორიული შეცდომა იქნებოდა

დღევანდელი დისკუსია არა იმდენად კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანებას, არამედ ევროკავშირის მომავალს ეხება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას: „უჭერს თუ არა უკრაინა მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურად მუშაობა წარმატების მისაღწევად?“

კულებას თქმით, ორი წლის წინ გაფართოებაზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო და დიდი ისტორიული შეცდომა იქნებოდა იმ მომენტის დაკარგვა, როდესაც აცნობიერებ, რომ ევროკავშირის გაძლიერება დაკავშირებულია გაფართოებასთან.

„ჩემი აზრით, ახლა არის ერთი დიდი ჯგუფი, რომლებსაც უწოდებენ ევროკავშირის გაფართოების მონაწილეებს. ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია პროგრესი, რაც უნდა იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე ორიენტირებულ მიდგომაზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი გაფართოების კომიდან უკრაინამ გამოიყვანა. ორი წლის წინ გაფართოებაზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო. არც ჩვენ და არც საქართველოს ევროპული პერსპექტივაც კი არ გვქონდა მონიჭებული, ახლა ევროკავშირისთვის ამ გამოღვიძების მომენტის დაკარგვა, მომენტის დაკარგვა, როდესაც აცნობიერებ, რომ ევროკავშირის გაძლიერება დაკავშირებულია გაფართოებასთან, იქნებოდა დიდი ისტორიული შეცდომა. დღევანდელ დისკუსიებზე საქმე არა იმდენად კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანებას, არამედ ევროკავშირის მომავალს ეხება. არა მხოლოდ როგორც გაერთიანებისა, არამედ როგორც ევროპული სიძლიერის წყაროსი“,  – განაცხადა კულებამ.