დმიტრო კულება - ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადის გახილვა უნდა დაიწყოს, გვჯერა, წარსულში დაშვებული შეცდომები შესაძლებელია, გამოსწორდეს 2023 წელს ვილნიუსში
დმიტრო კულება - ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადის გახილვა უნდა დაიწყოს, გვჯერა, წარსულში დაშვებული შეცდომები შესაძლებელია, გამოსწორდეს 2023 წელს ვილნიუსში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადის განხილვა უნდა მოხდეს ომში გამარჯვებამდე. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში მოკავშირეების დახმარებით. ჩვენ გავხდებით ნატოს წევრები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი უნდა მოხდეს ამჟამინდელ მომენტსა და ნატო-ს შემადგენლობაში ჩვენ შესვლამდე. ეს არ მოხდება ერთ დღეში. ამიტომ მე ვსაუბრობ ჩვენი განაცხადის განხილვის დაწყების აუცილებლობაზე. არის გარკვეული პროცესი. ჩვენ არ უნდა ვისხდეთ გულხელდაკრეფილები და არაფერი ვაკეთოთ გამარჯვებამდე“, – აღნიშნა მინისტრმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2023 წელს ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე შესაძლებელი იქნება წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება.

„უკრაინის განაცხადის გახილვა უნდა დაიწყოს. ჩვენ გვჯერა, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები შესაძლებელია, გამოსწორდეს 2023 წელს ვილნიუსში. ჩვენ გვესმის, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს წინსვლა ამ კონკრეტულ საკითხზე, თუმცა საჭიროა, გაიმართოს დისკუსია, როგორ ვიმოძრაოთ წინ. ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან ამისთვის“, – განაცხადა კულებამ.