დმიტრო კულება – მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება, ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორებს უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ „ტვიტერში“ დაწერა.
„ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი. რუსეთის შეტევა დონბასში არის დაუნდობელი ბრძოლა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ბრძოლა ევროპის ტერიტორიაზე. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება, განსაკუთრებით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისა და ჯავშანტრანსპორტიორების“, – წერს დმიტრო კულება.
Too early to conclude that Ukraine already has all the arms it needs. Russian offensive in the Donbas is a ruthless battle, the largest one on European soil since WWII. I urge partners to speed up deliveries of weapons and ammunition, especially MLRS, long-range artillery, APCs.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) May 24, 2022