დმიტრო კულება აცხადებს, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა 2008 წელს სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როცა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს
დმიტრო კულება აცხადებს, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა 2008 წელს სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როცა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს

გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კულებას თქმით, უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთთან ომი არ მოხდებოდა.

„სტრატეგიული შეცდომა, რომელიც დაუშვეს 2008 წელს გერმანიამ და საფრანგეთმა, რომლებმაც უარყვეს აშშ-ის და სხვა მოკავშირეების ძალისხმევა უკრაინის ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით, არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიხდით. გერმანია ან საფრანგეთი კი არ იხდიან ამ შეცდომის საფასურს, ეს არის უკრაინა“, – განაცხადა კულებამ.