დმიტრო კულება - ევროპას თუ დღეს არ შეუძლია რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმა, შეუძლიათ, გააკეთონ სხვა, არანაკლებ მტკივნეული რამ რუსეთისთვის
თუ ევროპას დღეს არ შეუძლია რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმა, მაშინ შეუძლიათ, გააკეთონ სხვა რამ, არანაკლებ მტკივნეული რუსეთისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით , ევროპას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
„და ჩვენ ვიცით, ეს რა არის. უკვე ვუთხარით მათ ამის შესახებ. ყურადღებით ვაკვირდებით მათ ქმედებებს“, – განაცხადა კულებამ.