დმიტრო კულება - დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას საჭირო იარაღი, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი
დმიტრო კულება - დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას საჭირო იარაღი, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერში.“