დმიტრო კულება - ჩემი გათვლებით, უკრაინა შეუერთდება ნატო-ს, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან სამი უკრაინასთან ურთიერთობებზე შეხედულებას შეიცვლის
დმიტრო კულება - ჩემი გათვლებით, უკრაინა შეუერთდება ნატო-ს, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან სამი უკრაინასთან ურთიერთობებზე შეხედულებას შეიცვლის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში პოტენციური წევრობის შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის წევრი სამი ქვეყნის პოზიციაზეა დამოკიდებული. საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოებზეა საუბარი.

ამის შესახებ კულებამ ლატვიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს ტექსტს ლატვიაში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სამი ქვეყანა შეიცვლის თავის პოზიციას და შეწყვეტს უკრაინასთან ურთიერთობების განხილვას რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების პრიზმიდან.

„ჩემი გათვლებით, უკრაინა შეუერთდება ნატო-ს, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნების სამი დედაქალაქი შეიცვლის უკრაინასთან ურთიერთობებზე შეხედულებას და საბოლოოდ აღიქვამს უკრაინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და არა რუსეთის დანართად.

უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროპულ დედაქალაქებში იმის აღქმის შესაქმნელად, რომ უკრაინა არის რუსეთის მოწყვეტილი ნაწილი. ასე რომ, ვუსურვებდი მათ მხოლოდ ერთს – დატოვონ ეს წარმოდგენა წარსულში. უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. თუ ეს ფოკუსი შეიცვლება, მაშინ ჩვენ შევძლებთ სხვა დამოკიდებულების მიღწევას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობების კონტექსტში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

 

დატოვე კომენტარი