დმიტრო კულება - „ასოცირების ტრიო“ არის გზავნილი, რომ სამი ევროპელი სახელმწიფო ევროპული კავშირის განუყოფელი ნაწილია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით გააკეთეს ევროპული არჩევანი, გახდნენ ევროკავშირის წევრი.
მისივე თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერა ევროინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის ინტენსიურობას უზრუნველყოფს.
„მოხარული ვარ, მივესალმო ჩემს მოლდოველ და ქართველ კოლეგებს კიევში. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს „ასოცირების ტრიოს“ დაარსებაზე, ფორმატის, რომელიც ევროინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის ინტენსიურობას უზრუნველყოფს. უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორების სპეციალური სტატუსი აქვს. ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერითა და მისწრაფებით ჩვენ, ყველამ გავაკეთეთ ჩვენი ევროპული არჩევანი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ჩვენ დღეს შევთანხმდით ამ სტატუსის ფორმალიზებაზე და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზის ერთობლივ პროცედურებზე.
„ასოცირების ტრიო“ აერთიანებს სამ ელემენტს: ევროინტეგრაციის პროცესში საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის კონსულტაციებს, ერთობლივ დიპლომატიურ ინიციატივებს ევროინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებში, ასევე პოზიციების კოორდინირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. დღევანდელი ურთიერთგაგების მემორანდუმი სამომავლოდ განავითარებს ჩვენი თანამშრომლობის კარგ ისტორიას აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთო ევროპულ დღის წესრიგში. დოკუმენტი ხაზს უსვამს ჩვენს ინტენსიურ მისწრაფებას, უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოების პერსპექტივა, მივაღწიოთ ევროკავშირის წევრობას“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
საკითხზე საუბრისას კულებამ ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს შემდგომი პოლიტიკური ასოცირების გაღრმავების და ეკონომიკური, სექტორალური, ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით.
„ასოცირების ხელშეკრულებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს შემდგომი პოლიტიკური ასოცირების გაღრმავების და ეკონომიკური, სექტორალური, ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. ჩვენი ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი ამბიციურია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი იმპლემენტაცია მოითხოვს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას, ევროკავშირთან ურთიერთობაში ჩვენი საერთო თანამშრომლობის სტრატეგიის ინტენსიფიკაციას. მხედველობაში ვიღებთ უსაფრთხოების გამოწვევებს, რაც ჩვენს ქვეყნებს საერთო აქვთ და ვთანხმდებით, რომ ერთობლივად განვავითარებთ უსაფრთხოების განზომილებას ჰიბრიდული ომების და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფით“, – აღნიშნა დიმიტრი კულებამ.
კულებას თქმით, ერთობლივად ეცდებიან აღმოსავლეთ პარტნიორობაში საერთო ინტერესების გატარებას.
„ასოცირების ტრიო“ განსაკუთრებით რელევანტურია შემოდგომისთვის დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელი დღის წესრიგის კონტექსტში. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა დარწმუნებულნი არიან, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა მოითხოვს სტრატეგიულ ხედვას და ამბიციურ მიზნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული ასპირაციის პატივისცემის და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების პოტენციალის კუთხით. ვთანხმდებით სამომავლო ურთიერთობის განვითარებასა და პრინციპების დიფერენცირების უზრუნველყოფაზე. სწორედ ამიტომ, ერთობლივად ვეცდებით აღმოსავლეთ პარტნიორობაში ჩვენი საერთო ინტერესების გატარებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე შედეგზე ორიენტირებული ქმედებების უზრუნველყოფას. „ასოცირების ტრიო“ არის გზავნილი, რომ სამი ევროპელი სახელმწიფო ევროპული კავშირის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.