დმიტრო კულება - დარწმუნებული ვარ, პუტინმა მოისმინა მკაფიო, ძლიერი გზავნილები უკრაინის საზღვრებთან და რეგიონში რუსეთის ესკალაციასთან დაკავშირებით
დმიტრო კულება - დარწმუნებული ვარ, პუტინმა მოისმინა მკაფიო, ძლიერი გზავნილები უკრაინის საზღვრებთან და რეგიონში რუსეთის ესკალაციასთან დაკავშირებით

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებებებით შესაძლებელი გახდა „შეკავება და დეესკალაცია“. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებმა, „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა აშშ-ის ძალისხმევას, მიიყვანოს რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა მოისმინა ძალიან მკაფიო და ძლიერი გზავნილები უკრაინის საზღვრებთან და რეგიონში რუსეთის ესკალაციასთან დაკავშირებით.

„ამჟამად, რადგან ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულობის აშკარა ნაკლებობას, მთავარი პრიორიტეტია შემაკავებელი პაკეტის ეფექტიანად განხორციელება, რათა რუსეთის შემდგომი სამხედრო ესკალაციისგან დემოტივირება მოახდინოს. ამის მისაღწევად ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ატლანტიკის ორივე მხარეს“, – თქვა კულებამ.

ცნობილი ხდება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან 9 დეკემბერს მოლაპარაკებებს გამართავს.

დატოვე კომენტარი