დმიტრო კულება - არავინ ითხოვს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდოს რუსეთის იმ მოქალაქეს, რომელსაც შესაძლოა, დასჭირდეს თავშესაფარი ან ჰუმანიტარული მიზნით ევროპაში ჩასვლა
დმიტრო კულება - არავინ ითხოვს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდოს რუსეთის იმ მოქალაქეს, რომელსაც შესაძლოა, დასჭირდეს თავშესაფარი ან ჰუმანიტარული მიზნით ევროპაში ჩასვლა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, არავინ ითხოვს ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის იმ მოქალაქეების შესვლის შეზღუდვას, რომლებსაც პოლიტიკური თავშესაფარი სჭირდებათ ან ევროპაში ჰუმანიტარული მოსაზრებებით ჩადიან. ამის შესახებ უკრაინელი დიპლომატი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნაწყენი არიან ევროპაში ტურისტული მოგზაურობის შესაძლო აკრძალვის გამო, შეუძლიათ, საჩივრით მიმართონ კრემლს და თანამემამულეთა იმ 70%-ს, რომლებიც მხარს უჭერენ ომს. არავინ გამოდის წინადადებით, რომ აკრძალვა შეეხოს რუსეთის იმ მოქალაქეს, ვისაც შესაძლოა, დასჭირდეს თავშესაფარი ან ჰუმანიტარული მიზნით ევროპაში ჩასვლა“, – წერს კულება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა ითხოვს, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო, რუსეთის ყველა მოქალაქეს ევროპაში ტურისტული მიზნით მოგზაურობა აუკრძალონ. ამ წინადადებას მხარს უჭერენ ჩეხეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ევროკავშირის საბჭო ამ თემაზე აგვისტოს ბოლოს იმსჯელებს.