დმიტრო კულება - უკრაინა გადაღლილია ევროკავშირში ინტეგრაციის სპეციალური მოდელებით
დმიტრო კულება - უკრაინა გადაღლილია ევროკავშირში ინტეგრაციის სპეციალური მოდელებით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა გადაღლილია ევროკავშირში ინტეგრაციის სპეციალური მოდელებით.

ამის შესახებ განცხადება დმიტრო კულებამ თავის ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ გვჭირდება მკაფიო ლეგალური დადასტურება, რომ უკრაინა არის ევროპული ინტეგრაციის პროექტის ნაწილი და ასეთი დადასტურება იქნება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა კულებამ.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის ახალი ევროპული გაერთიანება შეიქმნას, თუმცა ემანუელ მაკრონის მტკიცებით, ამან არ უნდა ჩაანაცვლოს ევროკავშირის წევრობა.