კიევი უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და თურქეთთან
კიევი უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და თურქეთთან

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ კიევი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და თურქეთთან.

კულებას განმარტებით, ეს არის ერთადერთი საკითხი, რასაც აღნიშნულ ქვეყნებთან განიხილავენ, ხოლო დანარჩენი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების ნაწილია.

„დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და თურქეთთან ამ მოდელში მათ შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. ისინი დადებითად არიან განწყობილი ამ იდეის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ განიხილება, კმაყოფილი ვარ მათი თავდაპირველი რეაქციით. ეს ერთადერთი საკითხია, რასაც მათთან განვიხილავთ. დანარჩენი კი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების ნაწილია“, – განაცხადა კულებამ.