დმიტრო კულება - მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინისთვის პრიორიტეტულ თემებს წამოვწევთ, საკვანძო თემაა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება და საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების გახსნა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ მან უკრაინის სატელევიზიო მარათონის დროს განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა კონფერენციაზე მისთვის პრიორიტეტულ საკითხებს დააყენებს, მათ შორის კიევისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხს.
„მიმდინარე წელს ჩვენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინისთვის პრიორიტეტულ თემებს წამოვწევთ. საკვანძო თემაა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება და საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების გახსნა, რადგან სწორედ თვითმფრინავები წარმოადგენს იარაღის ბოლო სახეობას, რომელიც უნდა განიბლოკოს. ყველა დანარჩენი პოზიციები ჩვენ გასულ წელს გუნდური ძალისხმევით გავხსენით. ვისაუბრებთ ასევე უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე და, საერთოდ, რუსეთის მომავალზე“, – განაცხადა კულებამ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 17-19 თებერვალს გაიმართება.