დმიტრო კულება - მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, ნიუ იორკში გაერო-ს პარტნიორებთან გადაუდებელ კონსულტაციებს ვატარებ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გაერო-ში სასწრაფო კონსულტაციებს ატარებს რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გამოსვლის შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ, ნიუ იორკში გაერო-ს პარტნიორებთან გადაუდებელ კონსულტაციებს ვატარებ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. რუსეთი საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გადასარჩენად“, – წერს კულება.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა „მარცვლეულის გარიგების“ შეჩერების შესახებ განაცხადა. ამავდროულად, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ნამდვილად სურს, „მარცვლეულის შეთანხმება“ გაგრძელდეს.