დმანისში მკვლელობა მოხდა

14:45, 13.09.2019

დმანისის სოფელ გორაში მკვლელობა მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღით 65 წლის მამაკაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი