„დმანისის გადარჩენის ფონდის“ წევრები დმანისში მიწის ნაკვეთის შესაძენად ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობენ
„დმანისის გადარჩენის ფონდის“ წევრები დმანისში მიწის ნაკვეთის შესაძენად ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობენ

„დმანისის გადარჩენის ფონდის“ წევრები ეკონომიკის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და დმანისში, 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შესაძენად ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობენ.

“ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, 14 პოლიტიკური პარტია ბოლომდე იბრძოლებს, რათა აუქციონში გაიმარჯვონ.

“ჩვენ დავაფუძნეთ „დმანისის გადარჩენის ფონდი“ და ვიღებთ მონაწილეობას აუქციონში. არ მივცემთ საშუალებას „არ ემ ჯი გოლდს“ ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე ხელისუფლებასთან შეთანხმებულად თავზე გადაგვიაროს. დღეს არის აუქციონის ბოლო დღე. ამ წუთის მონაცემებით, მხოლოდ ჩვენ დავაფიქსირეთ ფასი ტერიტორიის შესაძენად. ჯერ კონკურენტები არ ჩანან. თუ გავიმარჯვებთ, ჩვენ იჯარით ავიღებთ ტერიტორიას და ყოველთვიურად ქირას გადავიხდით. 17:00 საათზე არის აუქციონის დასრულების ბოლო ვადა. ვაჭრობას მივყვებით ბოლომდე. 16 ჰექტარი მიწა, არა თუ იქ სადაც ოქროა, არამედ სადაც არ არის ასე იაფად იჯარით არ გაიცემა”, – განუცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი