„ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

23:55, 05.03.2025

საქართველომ მზია ამაღლობელი 53-დღიანი პატიმრობის შემდეგ უნდა გაათავისუფლოს, – ამის შესახებ განცხადებას „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” (CPJ) ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ გმობს გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას.

„საქართველოს ოფიციალური პირების მიერ მზია ამაღლობელის დევნა აშკარად სადამსჯელოა და უფრო გამაღიზიანებელია ჟურნალისტებზე პოლიციის მხრიდან სასტიკი თავდასხმების დაუსჯელობის გათვალისწინებით. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი“, – განაცხადა გულნოზა საიდმა, „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის“ პროგრამის კოორდინატორმა.

მსგავსი