ჟურნალ The Lancet Global Health-ის კვლევის მიხედვით, ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველი 15 თვის განმავლობაში 75 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა
ღაზის სექტორში ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის პირველი 15 თვის განმავლობაში 75 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე გავრცელებული იყო ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების მიერ, – ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალის, The Lancet Global Health-ის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევაში აღნიშნულია, რომ აქამდე ღაზაში 49 000 დაღუპულს შესახებ იყო ცნობილი.
ამავე კვლევის მიხედვით, დაღუპულთა დაახლოებით 56.2% ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან.
როგორც „როტერი“ წერს, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი სადავოა.
ისრაელი ღაზის სექტორის ჯანდაცვის ორგანოს ცნობებს ეჭქვეშ აყენებს.