ჟურნალი „დეკანტერი“  ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს - „ტრადიცია ხვდება ინოვაციას, ქართული ღვინის აღმოჩენა“
ჟურნალი „დეკანტერი“ ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს - „ტრადიცია ხვდება ინოვაციას, ქართული ღვინის აღმოჩენა“

მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ჟურნალ „დეკანტერის“ ოქტომბრის ნომერში ქართული ღვინის შესახებ სარეკლამო სტატია დაიბეჭდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სტატიის სახელწოდებაა „ტრადიცია ხვდება ინოვაციას. ქართული ღვინის აღმოჩენა“. მასალაში მოთხრობილია ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე, 8 000 წლიან უწყვეტ ისტორიაზე, საქართველოს ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, იუნესკო-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის აღიარებასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვა ფაქტებზე.

„ჟურნალი „დეკანტერი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალია, რომელიც 100-მდე ქვეყანაში იყიდება. „დეკანტერის“ ექსპერტები ყოველწლიურად უწევენ რეკომენდაციას ათასობით ღვინოს. მისი მკითხველები არიან ღვინის პროფესიონალები, მოყვარულები, კოლექციონერები და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.