ჟულიან ასანჟი მზად არის, დატოვოს ლონდონში ეკვადორის საელჩოს ტერიტორია
ჟულიან ასანჟი მზად არის, დატოვოს ლონდონში ეკვადორის საელჩოს ტერიტორია

WikiLeaks – ის დამფუძნებელი, ჟულიან ასანჟი მზადა არის, ლონდონში, ეკვადორის საელჩო დატოვოს, სადაც ის 2012 წლიდან იმყოფება.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი პირად წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ვერსიით, ასანჟიმ ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო. თავისუფლების გარანტია მას ამ დრომდე არ აქვს და საელჩოს დატოვების შემთხვევაში მას დააკავებენ.

სამომავლოდ ასანჟის მოქმედების რამდენიმე ვერსია აქვს. მას შეუძლია ბრიტანულ კლინიკაში გააგრძელოს მკურნალობა, ან განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.

ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოს 2012 წლიდან აფარებს თავს, მან ეკვადორის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა. შვედეთში ასანჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.