ჟოზეფ ბორელი - ყველა პარტიის ლიდერისგან საჭიროა, ქართველი ხალხის ინტერესი პირველ ადგილზე დააყენონ, წავიდნენ კომპრომისზე და გადაერთონ უფრო აქტუალურ თემებზე
ჟოზეფ ბორელი - ყველა პარტიის ლიდერისგან საჭიროა, ქართველი ხალხის ინტერესი პირველ ადგილზე დააყენონ, წავიდნენ კომპრომისზე და გადაერთონ უფრო აქტუალურ თემებზე

ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან საჭიროა, ქართველი ხალხის ინტერესი პირველ ადგილზე დააყენონ, წავიდნენ აუცილებელ კომპრომისზე და გადაერთონ უფრო აქტუალურ თემებზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართული საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

ბორელის თქმით, მინისტერიალზე საქართველოს შესახებაც ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ საქართველოზეც ბოლო კვირის განმავლობაში ევროკავშირის ინტენსიური მედიაციის შემდეგ, რომლის მიზანიც პოლიტიკური კრიზისს დაძლევაა. ევროკავშირის მინისტრებს, ასოცირების საბჭოზე, რომლის თავმჯდომარე მე ვიყავი, გასულ სამშაბათს მივაწოდე ინფორმაცია ევროკავშირის მედიაციის მცდელობაზე, რომელიც ხორციელდება პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის ჩართულობით. მუშაობა გრძელდება. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან საჭიროა, ქართველი ხალხის ინტერესი პირველ ადგილზე დააყენონ, წავიდნენ აუცილებელ კომპრომისზე და გადაერთონ უფრო აქტუალურ თემებზე, როგორიცაა მაგალითად კორონავირუსი, ეკონომიკური აღდგენა და ეროვნული უსაფრთხოება“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.