ჟოზეფ ბორელი - საქართველო ევროკავშირის წამყვან ასოცირებულ პარტნიორად რჩება
ჟოზეფ ბორელი - საქართველო ევროკავშირის წამყვან ასოცირებულ პარტნიორად რჩება

საქართველო ევროკავშირის წამყვან ასოცირებულ პარტნიორად რჩება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს შესახებ მომხსენებელმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირს საქართველოსთან ასოცირების შესახებ ამბიციური შეთანხმება აქვს გაფორმებული.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მზარდი პოლარიზაციის გამო. სიტუაცია რისკს უქმნის საქართველოს დემოკრატიას. მე ვიმეორებ ჩვენს მყარ შეხედულებას, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ ყველაფერი გააკეთოს, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია, ერთად მივიდნენ საერთო აზრამდე“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.