ჟოზეფ ბორელი - საქართველო არ უნდა იყოს ორმხრივ პოლარიზაციაში, რომელიც მთავრობას არ აძლევს მუშაობის საშუალებას, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, იხელმძღვანელონ ქვეყნის ინტერესებით
ჟოზეფ ბორელი - საქართველო არ უნდა იყოს ორმხრივ პოლარიზაციაში, რომელიც მთავრობას არ აძლევს მუშაობის საშუალებას, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, იხელმძღვანელონ ქვეყნის ინტერესებით

საქართველო არ უნდა იყოს ორმხრივ პოლარიზაციაში, რომელიც მთავრობას არ აძლევს მუშაობის საშუალებას, ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, იხელმძღვანელონ ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესებით.

„შუამავლობა არ დასრულებულა, ის გაგრძელდება. ჩვენ გვჭირდება, რომ ის გაგრძელდეს, რადგან საქართველო არ უნდა იყოს ორმხრივ პოლარიზაციაში, რომელიც მთავრობას არ აძლევს მუშაობის საშუალებას და ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, რათა წინ წაიწიოს მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელიც მათ უნდა შეასრულონ. ამიტომ შუამავლობა გაგრძელდება და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იხელმძღვანელონ ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესებით და მიაღწიონ საჭირო პოლიტიკურ შეთანხმებას, რათა უპასუხონ მათ წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.