ჟოზეფ ბორელი - რუსეთთან ურთიერთობა არ უმჯობესდება, პირიქით - იზრდება დაძაბულობა სხვადასხვა მიმართულებით
ჟოზეფ ბორელი - რუსეთთან ურთიერთობა არ უმჯობესდება, პირიქით - იზრდება დაძაბულობა სხვადასხვა მიმართულებით

რუსეთთან ურთიერთობა არ უმჯობესდება, პირიქით – იზრდება დაძაბულობა სხვადასხვა მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყონ შესაბამისი მკურნალობა.

ბორელის თქმით, რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობაზე. ჟოზეფ ბორელმა ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინის საზღვართან არსებულ სახიფათო ვითარებაზე და რუსული ძალების მობილიზებაზე.

„ვითარება ძალიან სახიფათოა. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინის საზღვრიდან“, – განაცხადა ბორელმა.