ჟოზეფ ბორელი – მივესალმები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის შეთანხმებას, ყველა პარლამენტარს მოვუწოდებ, დოკუმენტს ხელი მოაწერონ
მივესალმები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის გუშინ მიღწეულ შეთანხმებას. მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელი მოუწოდებს ყველა პარლამენტარს, მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერონ, პარლამენტში შევიდნენ, რათა ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება შესრულდეს.
„ყველა პარლამენტარს მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ, შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ, რათა ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება შესრულდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
I welcome the agreement reached by political leaders in #Georgia yesterday. An important political milestone.
I call on all MPs to sign up, join Parliament & work with determination to implement the EU mediated agreement for the citizens of Georgia & deeper EU-Georgia relations.— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) April 20, 2021