ჯოზეფ ბორელი - ევროპულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება, რადგან პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს
ჯოზეფ ბორელი - ევროპულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება, რადგან პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს

ევროპულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება, რადგან პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს და უნდა შეასრულონ ეს გადაწყვეტილება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს. მას სჯერა, რომ დემოკრატიები სუსტია და შემდეგ ერთი ამბავი იფარება სხვა ამბებით. არა, ევროპულ საზოგადოებას არ შეუძლია, მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება. ევროპულმა საზოგადოებამ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა უნდა გააგრძელონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა. მათ მიიღეს რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწესების გადაწყვეტილებები და უნდა შეასრულონ ისინი. მათ უნდა გააგრძელონ რუსეთის ეკონომიკაზე ზემოქმედება და ამავე დროს, გააცნობიერონ, რომ სასწაულებრივი დარეგულირება არ იქნება, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ზუსტად იმ დონეზე, რა დონეზეც მხარს ვუჭერთ უკრაინას სამხედრო კუთხით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ამასთან, ბორელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს და სერიოზულად აზარალებს რუსეთის ეკონომიკას.