ჟოზეფ ბორელი – ევროკავშირსა და აშშ-ს შეუძლიათ, ერთობლივად შეიტანონ წვლილი ისრაელსა და პალესტინაში დაძაბულობის განმუხტვაში
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ისრაელსა და პალესტინაში ძალადობის დასრულების გზები განიხილა. ამის შესახებ განცხადება ჟოზეფ ბორელმა „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.
„სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ვისაუბრეთ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირსა და აშშ-ს, ერთობლივად შეიტანონ წვლილი ისრაელსა და პალესტინაში ძალადობის დასრულებასა და დაძაბულობის განმუხტვაში. ჩვენ ასევე გვჭირდება გრძელვადიანი ინიციატივები, რათა კონფლიქტის დინამიკა შევცვალოთ და აღვადგინოთ ყველასთვის მშვიდობიანი მომავალის პერსპექტივა“, – წერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი „ტვიტერში“.
18 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება, სადაც დიპლომატები ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების საკითხს განიხილავენ.
Exchanged with @SecBlinken on how EU and US can jointly contribute to end violence in Israel and Palestine and reduce tensions.
Looking beyond, we also need longer term initiatives to break the dynamics of conflict and revive the prospect of a peaceful future for all.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) May 18, 2021