ჟოზეფ ბორელი - აღმოსავლეთ სამეზობლოს გაძლიერების პროცესი გაგრძელდება
ჟოზეფ ბორელი - აღმოსავლეთ სამეზობლოს გაძლიერების პროცესი გაგრძელდება

რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიდგომები სამი სახის მოქმედებას – ჩართულობას, ზეწოლას და შეკავებას უნდა ეფუძნებოდეს, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთზე საუბრისას ბორელი ალექსეი ნავალნის საკითხს, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან ბოლოდროინდელ სამხედრო დაძაბულობასა და 2014 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში შეიარაღების საწყობის აფეთქებას შეეხო.

მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ აქტიურად განაგრძობს საგარეო წინააღმდეგობას და აღმოსავლეთ სამეზობლოს გაძლიერების პროცესს, აგრეთვე ბრძოლას ჰიბრიდულ და კიბერსაფრთხეებთან გასამკლავებლად.