ჟოზეფ ბორელი - აღმოსავლეთ პარტნიორობა კვდება? ვფიქრობ, პირიქით, ჩვენ სულ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ აღმოსავლეთ პარტნიორებს
ჟოზეფ ბორელი - აღმოსავლეთ პარტნიორობა კვდება? ვფიქრობ, პირიქით, ჩვენ სულ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ აღმოსავლეთ პარტნიორებს

აღმოსავლეთ პარტნიორობა კვდება? ვფიქრობ, პირიქით, ჩვენ სულ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებს, – ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტის  შეკითხვას, „ხომ არ ფიქრობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა კვდება?“.

ბორელის თქმით, სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა აღმოსავლეთ პარტნირობას და ამ მომენტისთვის ეს საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა კვდება? ვფიქრობ, პირიქით, ჩვენ სულ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებს. ბელარუსი არ იქნება დღევანდელი შეხვედრის ნაწილი, თუმცა ჩვენ ვემზადებით მომავალი სამიტისთვის. ჩვენ სულ უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობას, რადგან როგორც იცით, სიტუაცია ამ რეგიონში უფრო რთული გახდა ჰიბრიდული თავდასხმების, გაზის, მიგრანტების იარაღად გამოყენების გათვალისწინებით. ამ მომენტისთვის ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.