ჯოზეფ ბორელი ადასტურებს, რომ გერმანია და საფრანგეთი რუსეთ-ევროკავშირის სამიტის გამართვის ინიციატივით გამოდიან
ჯოზეფ ბორელი ადასტურებს, რომ გერმანია და საფრანგეთი რუსეთ-ევროკავშირის სამიტის გამართვის ინიციატივით გამოდიან

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ადასტურებს, რომ გერმანია და საფრანგეთი რუსეთ-ევროკავშირის სამიტის გამართვის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-ევროკავშირის სამიტის შესაძლო გამართვის საკითხი ევროკავშირის ლიდერების დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე განიხილება რუსეთთან ურთიერთობების სტრატეგია, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა.

„ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან. ევროკომისია წარადგენს სტრატეგიას, თუ როგორ მოვაგვაროთ რუსეთთან ურთიერთობები. ეს სტრატეგია მოიცავს სამი ტიპის ქმედებას – რუსეთის უკუგდებას, როდესაც ის საერთაშორისო სამართალს არღვევს, ევროკავშირი წევრი ქვეყნებისა და მისი მეზობლების მიმართ რუსეთის ნეგატიური დამოკიდებულების შეკავებას და საერთო ინტერესების სფეროებში რუსეთთან ჩართულობას. ეს არის ხუთი სახელმძღვანელო პრინციპის განვითარების, ჩვენი მეზობლების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის და რუსეთის სამეზობლოსადმი ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელების გზა.

თუმცა ჩვენ ასევე გვსურს ჩართულობა რუსეთთან, ჩვენ გვსურს თანამშრომლობა იმ საკითხებზე, სადაც ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესი გარკვეული პარტნიორობით. ეს სტრატეგია მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების მომავლის განსაზღვრისთვის. ასევე, არის შეთავაზება საფრანგეთისა და გერმანიისგან  გავმართოთ სამიტი რუსეთთან, რასაც ჩვენ საბჭოს წევრებთან განვიხილავთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.