ჟოზე მოურინიოს ზამთრის ტრანსფერებისთვის 100 მილიონს გამოუყოფენ
ჟოზე მოურინიოს ზამთრის ტრანსფერებისთვის 100 მილიონს გამოუყოფენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო წელს, ზამთარში სატრანსფერო კამპანიისთვის 100 მილიონ ფუნტს მიიღებს. ამ ინფორმაციას გაზეთი The Guardian ავრცელებს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა დაარწმუნა კლუბის ხელმძღვანელობა, რომ თუ შემადგენლობას საფუძვლიანად არ გააძლიერებს, „იუნაიტედს“ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდება.
მოურინიოს სიაში პირველია ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და „ლესტერის“ ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაირი. მისი შეძენა „იუნაიტედს„ ზაფხულშიც უნდოდა, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი უკანასკნელ წამს ჩაიშალა.

პრემიერლიგის 10 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“  გათამაშების ცხრილში მერვე ადგილზეა. მას 17 ქულა აქვს, 5 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას და 9 ქულით – ლიდერს.