ჟოზე მოურინიოს „ნიუკასლის“ ვარიანტი გაუჩნდა
ჟოზე მოურინიოს „ნიუკასლის“ ვარიანტი გაუჩნდა

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს.

„სპორტმედიასეტის“ (Sportmediaset) ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტი ძირითად პრეტენდენტად მიიჩნევა „ნიუკასლში“ რაფა ბენიტესის შეცვლაზე. 24 ივნისს გახდა ცნობილი, რომ ესპანელი გუნდს დატოვებს.

როგორც წყარო იტყობინება, მოურინიოს საწვრთნელ შტაბში შესაძლოა შევიდეს იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი მარკო მატერაცი, რომელიც პორტუგალიელს „ინტერში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს.

ამ მომენტისთვის, ჟოზე მოურინიო უმუშევარია. ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ პოსტიდან 2018 წლის დეკემბერში დაითხოვეს.