ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი „ფენერბახჩე“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფრანგულმა „ლილმა“ ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი „ფენერბახჩე“ ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა და პლეიოფში გავიდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი თამაში სტამბულში გაიმართა. პირველი შეხვედრა საფრანგეთში „ლილმა“ 2:1 მოიგო და პორტუგალიელის გუნდს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა.
„ფენერბახჩემ“ გოლის გატანა და წონასწორობის აღდგენა მხოლოდ მატჩის მიწურულს, 90+1-ე წუთზე მოახერხა. დამატებით დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გოლი მასპინძელთა კარში გავიდა – 116-ე წუთზე პენალტი ზუსტად „ლილის“ კანადელმა თავდამსხმელმა, ჯონათან დევიდმა შეასრულა – 3:2 ორი მატჩის ჯამში.
შედეგად, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულის, ჟოზე მოურინიოს გუნდი ასპარეზობას ევროპის ლიგის პლეიოფში გააგრძელებს.