ჟოზე მოურინიო პირობით პატიმრობას დათანხმდა
ჟოზე მოურინიო პირობით პატიმრობას დათანხმდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მიიღო ესპანეთის სასამართლოს ბრალდება გადასახადების დამალვის თაობაზე, – იტყობინება „ელ პაისი“ (El Pais).

როგორც ირკვევა, პორტუგალიელი სპეციალისტი ერთწლიანი პატიმრობით დასაჯეს და აგრეთვე, ორი მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. მოურინიო პატიმრობის ვადას პირობითად მოიხდის, რადგან აქამდე სისხლის სამართლის დანაშაული არასოდეს ჩაუდენია. იმ შემთხვევაში, თუ ჟოზე ბრალდებას არ დაეთანხმებოდა, მას 3.3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა.

სასამართლომ მოურინიო დაადანაშაულა საიმიჯო უფლებებიდან მიღებული შემოსავლების დამალვაში. ლაპარაკია 2011-12 წლების პერიოდზე, როცა პორტუგალიელი მადრიდის „რეალს“ ავარჯიშებდა.