ჟოზე მოურინიო „ლივერპულში“ უნდა გადასულიყო, მაგრამ „ჩელსიმ“ მეტი ფული შესთავაზა
ჟოზე მოურინიო „ლივერპულში“ უნდა გადასულიყო, მაგრამ „ჩელსიმ“ მეტი ფული შესთავაზა

ფრანგი ჟურნალისტის, ნიკოლა ვილასის ახალ წიგნში, რომლის სახელწოდებაა Mourinho: Behind the Special One, საუბარია 2004 წელს ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტის „ჩელსიში“ გადასვლის თაობაზე, იტყობინება ESPN.

მოურინიოს ყოფილი მრჩევლის, ხორხე ბაიდეკის თქმით, ყველაზე ადრე ჟოზესთან მოლაპარაკებული იყო „ლივერპული“, თუმცა მერსისაიდელებმა 15 დღე ითხოვეს იმისათის, რომ ჟერარ ულიესთან კონტრაქტი გაეწყვიტათ. სანამ ეს მოხდებოდა, საფეხბურთო აგენტმა ჟორჟი მენდეშმა მოურინიოს „ჩელსის“ ვარიანტის შესახებ შატყობინა და ისიც უთხრა, რომ ლონდონელები ფინანსურად გაცილებით უკეთეს კონტრაქტს სთავაზობდნენ. საბოლოოდ, პორტუგალიელი სწორედ ამ ბოლო წინადადებას დათანხმდა.

წიგნში ასევე ნათქვამია, რომ მოურინიო „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩს სულ ორჯერ შეხვდა: 2004 წლის მაისის დასაწყისში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ, და ფინალის მეორე დღეს.