„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ ჰარი კეინი მზად არის სასტარტო შემადგენლობაში სათამაშოდ და ეს პრემიერლიგის უახლოეს ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ მატჩში მოხდება.
„კეინი, სონი და სისოკო გამოჯანმრთელდნენ და მზად არიან სათამაშოდ. კეინს ექვსი თვეა, რაც არ უთამაშია, მაგრამ ახლა კარგად მუშაობს. პრობლემა არ არსებობს. ის მზად არის სასტარტოში სათამაშოდ“, – მოჰყავს მოურინიოს სიტყვები „გოლს“.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩი ტოტენჰემსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის 19 ივნისს გაიმართება.