მადრიდის „რეალის“ ფორვარდი გარეტ ბეილი, შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს.
გამოცემა El Espanol-ის ინფორმაციით, უელსელის გადაბირებით დაინტერესებულია „ტოტენჰემი“.
31 წლის ფეხბურთელის ლონდონურ კლუბში ხილვა პირადად სურს „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს. პორტუგალიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ისევ შეუძლია ბეილის თამაშის უმაღლეს დონეზე აყვანა.
ბეილი 2007-13 წლებში თამაშობდა „ტოტენჰემში“.
წლევანდელ სეზონში ბეილმა საკლუბო დონეზე 20 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა. მისი კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.