ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით შედეგი სავარაუდოდ, ივნისში იქნება
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით შედეგი სავარაუდოდ, ივნისში იქნება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ  ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით შედეგი სავარაუდოდ, ივნისში იქნება.

ბორელმა უპასუხა საქართველოს პირველი არხის კითხვას, ქვეყნები ელოდებიან კანდიდატის სტატუსს, მომავალ სამიტზე იმსჯელებთ და როგორია თქვენი პოზიცია.

„დიახ, მსჯელობა იყო, თუმცა მოდით, ვაცადოთ ევროკომისიას საკუთარი სამუშაოს შესრულება. ჩვენ ვნახავთ შედეგს სავარაუდოდ, ივნისში“, – განაცხადა ბორელმა.

ევროპული საბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ საბჭოს ვებგვერდზე დასკვნითი განცხადება გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადების საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება“.