ჟოაო პალინია კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ჟოაო პალინია კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს #1TVSPORT

პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო პალინია იჯარის წესით ლონდონის „ტოტენჰემს“ შეუერთდება, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, 30 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა „ბაიერნიდან“ „ტოტენჰემს“ მომავალ ზაფხულს 30 მილიონ ევროდ შეეძლება.

უახლოეს მომავალში პალინია ლონდონში გაემგზავრება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტზე ხელს მოაწერს. სავარაუდოდ, მისი ოფიციალური დებიუტი 13 აგვისტოს უეფა-ს სუპერთასზე „პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრაში შედგება.

გასულ ზაფხულს პალინიას სანაცვლოდ „ბაიერნმა“ „ფულემს“ 50 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა ფეხბურთელმა სეზონის მანძილზე მცირე სათამაშო დრო მიიღო.