ბრიტანული სპორტული მედიის ინფორმაციით, პორტუგალიელი თავდამსხმელი ჟოაო ფელიქსი „ატლეტიკოდან“ კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.
24 წლის ფეხბურთელი ინგლისში მალე ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ერთი წლით გახანგრძლივების პირობით. სატრანსფერო თანხად 50 მილიონი ევრო სახელდება და ამასთან ერთად, „ატლეტიკო“ დამატებით 10 მილიონს მიიღებს ბონუსის სახით.
ასევე ცნობილი გახდა, რომ „ჩელსიდან“ „ატლეტიკოში“ გადავა ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი კონორ გალაჰერი, მისი ტრანსფერი დამოუკიდებლად შედგა და მასში მადრიდული კლუბი 36 მილიონ ევროს გადაიხდის.
ჟოაო ფელიქსმა 2022/23 წლის სეზონის ნაწილი „ჩელსიში“ იჯარის წესით გაატარა. პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა 20 შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა.