ჟოან ლაპორტა - მესისთან კონტრაქტის გაგრძელების პროცესი კარგად მიმდინარეობს #1TVSPORT
ჟოან ლაპორტა - მესისთან კონტრაქტის გაგრძელების პროცესი კარგად მიმდინარეობს #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კომენტარი გააკეთა ლიონელ მესის კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ.

„მესისთან კონტრაქტის გაგრძელების პროცესი კარგად მიმდინარეობს“, – მოჰყავს ლაპორტას სიტყვები ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს.

ამჟამად, ლიონელ მესი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. მისი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის პირველ ივლისამდე იყო ძალაში.