ჟოან ლაპორტა - ჩემპიონთა ლიგის ახალი პროექტი? ვფიქრობდი, რომ მეტ ფულს მოგვცემდნენ, მაგრამ თურმე მეტი მატჩი უნდა ჩავატაროთ #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ უპასუხა შეკითხვებს ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე და სუპერლიგის შესაძლო ამოქმედებაზე.
„ჩემპიონთა ლიგის ახალი პროექტი? ვფიქრობდი, რომ ისინი მეტ ფულს მოგვცემდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეტი მატჩი უნდა ჩავატაროთ. ეს არის ტურნირი, რომელშიც გამარჯვება პრესტიჟულია, მაგრამ ველოდი, რომ ის ოდნავ განსხვავებული იქნებოდა.
სუპერლიგა? ის უფრო ცოცხალია, ვიდრე ოდესმე. მისთვის ყველაფერი მზად არის. მაგრამ აუცილებელია, მივაღწიოთ ურთიერთშეთანხმებას საფეხბურთო ორგანიზაციებთან. „ბარსელონამ“ უნდა ითამაშოს ხიდის როლი სუპერლიგასა და ამ ორგანიზაციებს შორის“, – განაცხადა ლაპორტამ Sport.es-თან კომენტარში.
ოქტომბერში სუპერლიგის გენერალურმა დირექტორმა, ბერნდ რაიჰარტმა გამოაცხადა, რომ ახალი ტურნირის ამოქმედება 2025 წლის სექტემბერში იგეგმება.