„ჟირონას“ მთავარმა მწვრთნელმა „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ლიდერის, „ჟირონას“ მთავარმა მწვრთნელმა, მიჩელ მიგელმა „ბარსელონაში“ გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„ჩავუდგებოდი თუ არა სათავეში „ბარსელონას“? – არა. მე „ჟირონას“ მწვრთნელი ვარ. ჩავი ყველაზე კარგად იცნობს „ბარსელონას“, მე კი „ჟირონასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე მაკავშირებს. ჩავი – ეს „ბარსელონაა“, – განაცხადა მიჩელ მიგელმა.
მიჩელ მიგელის შეგირდებმა დღეს „სელტა“ დაამარცხეს და წაუგებელი სერია 14 მატჩამდე გაზარდეს – კატალონიელებმა ბოლო შეხვედრა გასულის წლის 30 სექტემბერს მადრიდის „რეალთან“ დათმეს.
„ჟირონა“ 55 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერია და მეორე პოზციაზე მყოფ „სამეფო კლუბს“ ერთი ქულით ასწრებს, მესამე საფეხურზე კი სწორედ ჩავის „ბარსელონაა“ (44 ქულა).