ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 79-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 79-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 79-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 79-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის ცალმხრივად აღდგენილია“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, გუშინ ძლიერი წვიმისა და მოსალოდნელი ქვისცვენის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 79-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.