ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, სოფელ თვალივთან ხევის ადიდების გამო მოძრაობა დროებით იზღუდება

23:46, 31.07.2025

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე (სოფელი თვალივი) დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი ხევის ადიდება გახდა.

მსგავსი