ჟიგიმანტას პავილიონისი - ნიკა მელია ევროკავშირის და აშშ-ის მომლაპარაკებლების, ასევე პირადად ჩემი დამსახურებით თავისუფალია
ჟიგიმანტას პავილიონისი - ნიკა მელია ევროკავშირის და აშშ-ის მომლაპარაკებლების, ასევე პირადად ჩემი დამსახურებით თავისუფალია

საქართველოს ოპოზიციის ლიდერი, ნიკა მელია ევროკავშირის და აშშ-ის მომლაპარაკებლების, ასევე პირადად ჩემი დამსახურებით თავისუფალია. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.

„ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია თავისუფალია. ევროკავშირის და აშშ-ის მომლაპარაკებლების, ასევე პირადად ჩემი დამსახურებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეზიდენტისგან კრიტიკა მივიღე, თავისუფლება იქნა დაცული, რასაც ყველას ვულოცავ“, – განაცხადა პავილიონისმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს.

ნიკა მელიას შეფასებით, ჟიგიმანტას პავილიონისმა საერთაშორისო საზოგადოება გამოაღვიძა.