ჟიგიმანტას პავილიონისი - დიდი ნაბიჯი შერიგებისკენ საქართველოში, ევროკავშირის ჩართულობით გრძელი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას ხელი მოეწერა
ჟიგიმანტას პავილიონისი - დიდი ნაბიჯი შერიგებისკენ საქართველოში, ევროკავშირის ჩართულობით გრძელი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას ხელი მოეწერა

დიდი ნაბიჯი შერიგებისკენ საქართველოში, – ასე ეხმაურება ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერას.

„ევროკავშირის ჩართულობით გრძელი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ხვალ თბილისში შარლ მიშელი ჩავა. შემდეგ კვირაში კი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი!“,- წერს პავილიონისი „ტვიტერზე“.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.