ჟიგიმანტას პავილიონისი - ჩვენ დავბრუნდებით საქართველოში, რათა დავაკვირდეთ არჩევნებს და შეთანხმების იმპლემენტაციას
ჟიგიმანტას პავილიონისი - ჩვენ დავბრუნდებით საქართველოში, რათა დავაკვირდეთ არჩევნებს და შეთანხმების იმპლემენტაციას

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრისას საქართველოში მომავალ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

მისივე თქმით, ასევე ისაუბრეს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნის აუცილებლობაზე. ჟიგიმანტას პავილიონისი იმედოვნებს, რომ არჩევნებზე დასაკვირვებლად ევროპარლამენტი დიდ დელეგაციას გამოგზავნის.

„ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე და დემოკრატიული. ასევე აუცილებლობაზე, რომ იყოს ძალიან ძლიერი საერთაშორისო წარმომადგენლობა დამკვირვებლებისა ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე.

ჩვენ გამოვგზავნით ნაციონალურ დელეგაციებსაც. ვესაუბრე ჩემს ბალტიისპირელ კოლეგებს და შესაძლოა, ჩვენც ჩამოვიდეთ, მაგრამ იმედი მაქვს, ევროპარლამენტი, რომელსაც ვიოლა წარმოადგენს, ასევე დიდ დელეგაციას გამოგზავნის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

რაც შეეხება შარლ მიშელის შეთანხმებას, ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ყველა პარტია პატივს სცემს შეთანხმებას.

„ევროპაში როდესაც ვდებთ შეთანხმებას, ჩვენ მას ვასრულებთ. იმედი გვაქვს, ყველა პარტია პატივს სცემს შეთანხმებას, ამიტომაც ჩვენ ამ არჩევნებს ძალიან სერიოზულად მივუდგებით. ეს იყო გზავნილი, რომელიც დღეს მოვიდა ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან და ყველა ევროპული ქვეყნიდან. ჩვენ იმედი გვაქვს, შეთანხმებას პატივისცემით მოეკიდებიან. ჩვენ დავბრუნდებით საქართველოში, რომ დავაკვირდეთ თქვენს არჩევნებს და დავაკვირდეთ შეთანხმების იმპლემენტაციას“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.