ჟერარ პიკეს პატიმრობა ემუქრება 
ჟერარ პიკეს პატიმრობა ემუქრება 

„ბარსელონას“ ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილდებოდა საკუთარი ავტომობილით, – იტყობინება ესპანური მედია. ამის გამო, ფეხბურთელს პატიმრობა ემუქრება.

როგორც გაზეთი AS წერს, პოლიციელებმა ფეხბურთელი ბარსელონაში გააჩერეს. ესპანური კანონების თანახმად, მძღოლს გააჩნია 12 ქულა, რომელსაც თანდათან კარგავს საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში.

12-ივე ქულის დაკარგვა გულისხმობს მართვის მოწმობის ავტომატურად ჩამორთმევას. სწორედ ასე მოხდა ბარსელონელის შემთხვევაში, მაგრამ, ამის მიუხედავად, ის აგრძელებდა მანქანის მართვას.
ამ დარღვევისთვის, ფეხბურთელს ემუქრება ექვსთვიანი პატიმრობა და ჯარიმა 6 ათასი ევროს ოდენობით.